კალათბურთი

10:16 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “კვარა, შენით ძალიან ამაყი ვარ“

„ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩის დაწყების წინ მოედანზე CBS Sports Golazo-ს ჟურნალისტებთან ზაზა ფაჩულია გამოჩნდა, რომელმაც ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:



„სან-ფრანსისკოდან აქ ჩამოვფრინდი, რათა კვარასთვის მხარი დამეჭირა, ქართველი სუპერვარსკვლავისთვის, რომელიც მთელს ქვეყანას ასახელებს. ასეთი ფეხბურთელის ყოლა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ამაყი ვარ.

სტადიონზე ძალიან ბევრი ქართული დროშა ფრიალებს და ვხუმრობდი კიდეც, რომ ნახევარი ქვეყანა აქ არის. როდესაც მე კალათბურთს ვთამაშობდი, ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის მისაღებ გამოკითხვაში 1.5 მილიონი ხმა მივიღე, ასე რომ ეს ყველაფერი არ მიკვირს. ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ასეთი ფეხბურთელის ყოლის დროს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა მის გვერდითაა“ - განაცხადა ფაჩულიამ.

რა თქმა უნდა რეპორტიორებმა ზაზას სიმაღლესთან დაკავშირებითაც იხუმრეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ჯანფრანკო ძოლას გვერდით დააყენეს. ამ ფაქტზე თავად ზაზამაც თქვა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მისი გამთამაშებელი იქნებოდა.

მატჩის შემდგომ, NBA-ის ორგზის ჩემპიონმა კვარაცხელიასთან ერთად ფოტოც გადაიღო: „ამ ახალგაზრდა ადამიანს ნათელი მომავალი აქვს. განაგრძეთ მისი ბრწყინვალება, სანამ ამ მოგზაურობით სიამოვნებას იღებთ. შენით ვამაყობ, ძმაო“ - დაწერა ქართველმა ცენტრმა საკუთარ სოციალური მედიის გვერდზე.

ფაჩულიას „მარადონაზე“ სტუმრობა ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლისთვის“ წარუმატებელი გამოდგა, რადგან გუნდი მეტოქესთან 0:4 განადგურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108413