ფეხბურთი

1:12 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ +15

„ბარსელონამ“ ესპანური პრიმერას 27-ე ტურის გვიან მატჩში აუტსაიდერ „ელჩეს“ იოლად მოუგო სტუმრად 0:4, 71 ქულა მოაგროვა და 15 პუნქტით გაუსწრო უშუალო მდევარ „რეალს.“ თუმცა მადრიდელებს თამაშით ნაკლები აქვთ და კვირას „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებენ.

„ელჩესთან“ თამაშის გმირი პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც დუბლიც მიითვალა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. თითოც ანსუ ფატიმ და ფერან ტორემა გაიტანეს.

ლიგიდან გავარდნის კანდიდატების მატჩმა კი გვიჩვენა, რომ არცერთი იმსახურებს უფრო მაღალ ადგილს. ყოველ შემთხვევაში, დღეისათვის. „კადისმა“ და „სევილიამ“ მოსაწყენი პირველი ტაიმი ითამაშეს. მეორეში კი სტუმრებს მეტად გაუმართლათ, გოლები არგენტინელმა ლუკას ოკამპოსმა და მაროკოელმა იუსუფ ენ-ნესირიმ გაიტანეს - 0:2. შედეგად „სევილია“ ერთი საფეხურით დაწინაურდა ცხრილში.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

27-ე ტური. 1 აპრილი

ელჩე - ბარსელონა 0:4

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“

0:1 ლევანდოვსკი (20), 0:2 ფატი (56), 0:3 ლევანდოვსკი (66), 0:4 ტორესი (70)

ელჩე: ედგარი, კარმონა (გუტი 54), პალასიოსი, ბიგასი, ბლანკო (ფერნანდესი 65), კლერი, მასკარელი, გუმბაუ, მორენტე (ხოსანი 65), ფიდელი, მილია (პონსე 76)

მწვრთნელი: სებასტიან ბეკასესე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო (ტორე 78), ალონსო, ალბა, გარსია, რობერტო, გავი (კესიე 68), ფერან ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი (გარიდო 84)

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: გავი (60), არაუხო (74), ლევანდოვსკი (87)

ჟირონა - ესპანიოლი 2:1

1:0 მარტინესი (53), 1:1 ბრეიტვეითი (74), 2:1 სტუანი (88 პენ)

გაძევება: სერხი გომესი (84) - ესპანიოლი; რეინირი (71) - ჟირონა (მოედანს გარეთ)

ბილბაო - ხეტაფე 0:0

კადისი - სევილია 0:2

0:1 ოკამპოსი (51), 0:2 ენ-ნესირი (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100911