ფეხბურთი

0:41 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

“ზამალეკის“ პრეზიდენტმა პროტესტის გამომხატველ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლა აუკრძალა

ეგვიპტის გუნდის, „ზამალეკის“ გულშემატკივრებმა საკუთარი საყვარელი გუნდის მიერ გაშვებულ მესამე გოლზე უკმაყოფილება სახალისო ჟესტით გამოხატეს, გუნდის პრეზიდენტი კი ამ ფაქტმა გაანაწყენა.



ეგვიპტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, „ზამალეკი“ აფრიკის ჩემპიონთა ლიგაზე სუდანის წარმომადგენელ „ალ მერეიხთან“ 2:3-ს მარცხდებოდა, როდესაც გულშემატკივრებმა უკმაყოფილება სახალისო ჟესტით გამოხატეს. შავებში ჩაცმული რამდენიმე გულშემატკივარი ტრიბუნებზე ისე დაჯდა, რომ უკმაყოფილების გამომხატველი ემოჯი გამოესახათ.

ამ ფაქტმა „ზამალეკის“ პრეზიდენტი, მორტადა მანსური გაანაწყენა და მკაცრი განცხადება გააკეთა:

„ზამალეკს“ თეთრი მაისური აცვია, ორი წითელი ხაზით. ვისაც ჩვენი გულშემატკივრობა სურს, სიამოვნებით მივიღებთ, თუმცა არა შავებში. ის ადამიანები, რომლებიც „ალ მერეიხთან“ გამართულ მატჩს ასე დაესწრნენ, სტადიონზე აღარ დაიშვებიან.“ - განაცხადა გუნდის პრეზიდენტმა.

საბოლოოდ, აღნიშნული მატჩი „ზამალეკის“ გამარჯვებით, 4:3 დასრულდა, თუმცა ეგვიპტის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც ვერ მოახერხა.

თეგებიზამალეკი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115624