ფეხბურთი

22:27 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ფანტასტიკური გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)

გიორგი მიქაუტაძე ძალიან მაგარი ფორმაშია. ნორვეგიასთან ულამაზესი გოლის შემდეგ 22 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 2-შიც ფანტასტიკური გოლი გაიტანა.

29-ე ტურში „მეცმა“ „ლავალი“ გიორგის გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მიქაუტაძემ მატჩის ბედი 49-ე წუთზე გადაწყვიტა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 15 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ჟან-ფილიპ კრასოს ერთი გოლით გაასწრო. გარდა ამისა, მის აქტივში 7 საგოლე პასია (პლუს 1 გოლი თასზე გაიტანა).

„მეცი“ 51 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა, „ბორდოს“ ამ ტურში არ უთამაშია და მასზე ქულით მეტი აქვს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში 8 აპრილს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.

0.109014