ეროვნული ლიგა

22:24 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ“ ეროვნულ ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილამ“ „სამტრედია“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.



შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ამის გარდასახვა გუნდმა მხოლოდ მეორე ტაიმის 67-ე წუთზე მოახერხა, როდესაც გეილის ჩაწოდებულს ბიძინა მახარობლიძე დაუხვდა და ზუსტი თავურით გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ამ გამარჯვებით „დილამ“ 9 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს გორელები უკვე 9 აპრილს, „გაგრას“ წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება „სამტრედიას“, გუნდს 4 ქულა დარჩა და 8 აპრილს, „შუქურასთან“ გასამართი მატჩის წინ მე-8 ადგილზეა. ქობულეთური გუნდი ცხრილში სწორედ მათ ქვევითაა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში დღეს ორი შეხვედრა უკვე გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავი“ 2:1 დაამარცხა, „საბურთალომ“ კი „გაგრას“ 3:0 სძლია.

ხვალ მე-6 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. ლიგის ლიდერი, „დინამო თბილისი“ ქობულეთის „შუქურას“ 14:00 საათზე ესტუმრება, „დინამო ბათუმისა“ და „სამგურალის“ შეხვედრა კი 21:00 საათზე გაიმართება.

0.129839