ფეხბურთი

23:30 | 31.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "მიხარია, რომ ზივზივაძემ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა"

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა „ბრაუნშვაიგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ბუდუსთვის სანაკრებო პაუზაზე სამშობლოში დაბრუნება ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იყო.

„ვფიქრობ, სამშობლოში დაბრუნება მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ხნის შემდეგ კვლავ შეძლო თავისი ოჯახის ნახვა. მიხარია, რომ მან წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“, - თქვა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ „კარლსრუესა“ და „ბრაუნშვაიგის“ მატჩი 1 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114291