ფეხბურთი

22:08 | 31.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ლევან ოსიყმაშვილი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი იჯარით დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ნიჭიერი ფეხბურთელი იმერულ გუნდს მიმდინარე წლის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რადგან „დინამოში“ დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა. მან ამ სეზონში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი არ მოხვედრილა.

ლევან ოსიყმაშვილს „დინამოს“ მთავარ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და მოედანზე 19-ჯერ გავიდა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.119922