ფეხბურთი

20:35 | 31.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

Footmercato: "მიქაუტაძე ადასტურებს თავის პროგრესს, ის მხოლოდ გოლებით არ გამოირჩევა"

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე Footmercato-მ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის აღმოჩენებში დაასახელა. უფრო კონკრეტულად, იმ ფეხბურთელებში, რომლებმაც თავისი თამაშით მოლოდინს გადააჭარბეს.

„მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „მეცის“ X ფაქტორია. ჩემპიონატის 28 მატჩში 14 გოლი გაიტანა, რითაც ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელი თავის პროგრესს ადასტურებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ბელგიაში იჯარით გატარებულ ორ სეზონში აჩვენებდა, ჯერ მეორე დივიზიონში (19 გოლი) და შემდეგ იუპილერ პრო ლიგაში ( გოლი). „ლიონის“ აკადემიის აღზრდილს 7 საგოლე პასიც აქვს, რაც ადასტურებს, რომ ის მხოლოდ გოლეადორი არ არის, პასებიც მხრივაც ჩემპიონატში საუკეთესოა. მასთან ერთად „მეცს“ შეუძლია სეზონის ბოლოს რაღაც დიდზე იოცნებოს, რაც მიქაუტაძეს ლიგა 1-ში საბოლოოდ თამაშის საშუალებას მისცემს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 გოლით და 7 საგოლე პასით ორივე კუთხით ლიდერია, ოღონდ ორივე შემთხვევაში პირველი ადგილის გაყოფა „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელ ჟან-ფილიპ კრასოსთან უწევს.

„მეცი“ ლიგა 1-ში გადასასვლელ ზონას, უფრო კონკრეტულად მეორეადგილოსან ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო 1 აპრილს, „ლავალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111456