ფეხბურთი

23:52 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერსონი: „საუთგეიტი სწორად მუშაობს“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე „სამი ლომის" შესაძლო შანსები შეაფასა.

„ინგლისი დიდი საფრთხეა სხვა გუნდებისთვის. არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ გარეთ საუთგეიტი ცუდი მწვრთნელია. არასდროს ველოდი, რაიმე ტურნირს თუ მოვიგებდით. ახლა მჯერა, ყველა შჯიბრში გამარჯვება შეგვიძლია. საუთგეიტი სწორად მუშაობს.

ასევე გვყავს ბუკაიო საკა, რომელიც შეუდარებელი გახლდათ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო შესარჩევ მატჩში. არსენალელმა ვიტალი მიკოლენკოს „უემბლიზე“ შავი დღე აყარა.

საკა მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას დიდი მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.“ - ციტირებს მერსონს სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102014