ფეხბურთი

14:38 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ინიგო მარტინესს და ილქაი გიუნდოგანს შეუთანხმდა

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო ამტკიცებს, რომ კატალონიის „ბარსელონამ“ ინიგო მარტინესთან და ილქაი გიუნდოგანთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ისინი ზაფხულში „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები გახდებიან.



პირველადი ინფორმაციით, რომერო ამტკიცებს, რომ „ბილბაოს“ ბასკ მცველთან ყველაფერი შეთანხმებულია, მან სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და ზაფხულში კატალონიურ კლუბს შეუერთდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მას ვერ დაარეგისტრირებს, ფეხბურთელი იჯარით უკან, „ბილბაოში“ დაბრუნდება და ხელფასიც შეუნარჩუნდება.

რაც შეეხება გიუნდოგანის საკითხს, ბასკი მცველისგან განსხვავებით, გერმანელს გარანტია სჭირდება, რომ გუნდი მის დარეგისტრირებას მოახერხებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტი“ შეგუებულია გიუნდოგანის გუნდიდან წასვლის ფაქტს. გერმანელს იჯარით სხვაგან თამაში არ სურს, ამიტომაც ის სიტუაციის გარკვევას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ გარშემო ფინანსური პრობლემების საკითხი კვლავ აქტუალურია. ლა ლიგის პრეზიდენტის მტკიცებით, გუნდი ისევ ცუდ მდგომარეობაშია და რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება, რომ ახალი მოთამაშეების და იმ ფეხბურთელების დარეგისტრირება შეძლოს, რომელთაც კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112417