ფეხბურთი

0:33 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჯგუფი: შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა!

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა!

სქოთებმა „ფურია როხას“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. ორივე ბურთი სკოტ მაკტომინეის ანგარიშზეა.

შედეგად, ორი ტურის შემდეგ შოტლანდიას 6 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ესპანეთი 3 ქულით მეორე ადგილზეა. თავის მხრივ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების აქტივში თითო ქულაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს ივნისში ჩაატარებს: 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება.

შოტლანდია - ესპანეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მაკტომინეი (7), 2:0 მაკტომინეი (51)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127305