ფეხბურთი

15:39 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ბუსკეტსს ხელფასის 75%-ით შემცირებას სთავაზობს

„ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, კლუბისგან მისი გახანგრძლივების შეთავაზება მიიღო - წერს Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, ამ შემთხვევაში 34 წლის ფეხბურთელის ხელფასი 75%-ით შეუმცირდება - 30 მილიონი ევროდან წელიწადში 7-8 მილიონ ევრომდე.

ბუსკეტსი „ბარსელონას“ აღზრდილი და ამჟამინდელი კაპიტანია. ის კლუბის სტრუქტურაში 2005 წლიდანაა და მას შემდეგ პირველ გუნდში 713 მატჩის გამართვა მოახერხა. ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ახალწვეულების შეძენა თუ სურს „ბარსელონას“, ხელფასების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს. პირველ რიგში ეს ვეტერან ბუსკეტსსა და ჟორდი ალბას შეეხებათ, რომლებიც გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114152