ფეხბურთი

11:48 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზანეს მუდმივად უწევს მიუნხენს, მანჩესტერსა და ლონდონს შორის ფრენა

„ბაიერნის“ გარემარბი, ლეროი ზანე, მიუნხენში მარტო ცხოვრობს. Bild-ის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ნახევარმცველის შეყვარებულს, ამერიკელ მოდელსა და მომღერალ კენდის ბრუკს, გერმანიის ქალაქში ცხოვრება არ სურს. ის შვილებთან, რიო სტელასთან და მილოსთან ერთად ლონდონსა და მანჩესტერში ცხოვრობს.

ამიტომ, ოჯახის სანახავად ზანე იძულებულია მუდმივად იმოგზაუროს მიუნხენს, ლონდონსა და მანჩესტერს შორის. მიმდინარე სანაკრებო პაუზისას, 27 წლის ფეხბურთელი „ბაიერნს“ დეთხოვა და ლონდონში გაფრინდა ბრუკისა და ბავშვების სანახავად.

თეგებილეროი ზანე
0.115146