ფეხბურთი

15:14 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

THE SUN: “ქინქლაძემ გულშემატკივრებს მისი დრიბლინგის უნარი გაახსენა“

გლაზგოში, „აიბროქსის“ სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართა, სადაც გიორგი ქინქლაძემაც მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ბრიტანული Sun-ის ყურადღება დაიმსახურა.



„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდამ გულშემატკივრებს მისი დრიბლინგის უნარი გაახსენა. „რეინჯერსის“ ლეგენდების წინააღმდეგ მატჩში მან ნიკიცა იელავიჩი ოსტატურად ჩამოიცილა და ფეხბურთელი გაღიმებული დატოვა.

ეს ის სანახაობა იყო, რომელსაც „მეინ როუდის“ გულშემატკივრები 90-იან წლებში რეგულარულად ხედავნდენ. ქართველი ნახევარმცველი წარმოუდგენელი ცრუმოძრაობებით და ბურთის ოსტატური კონტროლით სლალომით არღვევდა მეტოქის დაცვას.“ - წერია გამოცემაში.

შეგახსენებთ, რომ „აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ ლეგენდები მსოფლიო ლეგენდებს დაუპირისპირდნენ, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემაც ითამაშეს.

გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 1995-98 წლებში იცავდა და დღემდე ის კლუბის საპატიო და კარგად გასახსენებელ წევრად მიიჩნევა. რამდენიმე დღის წინ, კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ გატანილი მისი გოლი გაიხსენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113741