ფეხბურთი

0:03 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეტანია კვარაცხელიაზე: "ვარჯიშებზე შეიმჩნეოდა რა შეეძლო, მაგრამ ასეთ გავლენას არ ველოდი"

„მონცას“ თავდამსხმელმა ანდრეა პეტანიამ, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელი თავდამსხმელი სეზონის წინ მოსამზადებელ ეტაპზე „აძურიში“ იყო, შესაბამისად, კვარაცხელიასთან მისი გზაც გადაიკვეთა.

როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშებზე ყველაფერი ჩანდა, მაინც არ ეგონა, მოკლე დროში ისე თუ ითამაშებდა, როგორც თამაშობს.

„როცა შეკრებაზე შემოგვიერთდა, მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ძლიერი ხასიათით და ერთ-ერთზე თამაშით, რომელსაც ვარჯიშებზეც აჩვენებდა. შესამჩნევი იყო, რომ ძლიერი გახლდათ, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო“, - თქვა პეტანიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116687