ფეხბურთი

0:51 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი: „მეშინია, რომ მალე ფეხბურთელები კარიერას გაცილებით ადრე დაამთავრებენ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა, გამოთქვა მოსაზრება, რომ დამქანცველი გრაფიკის კვალად, მოთამაშეებმა მომავალში შესაძლოა კარიერა ადრე დაასრულონ.

„გასახდელში ხშირად ვიყენებთ გამოთქმას - „გუნდისთვის ყველაფერი გაიღე“ და ფაქტობრივად, ასეც არის. ბევრმა მოთამაშემ მითხრა: „გაგიმართლა, რომ შესვენება გაქვს." (სანაკრებო პაუზა იგულისხმება).

დროა, რადგან ფიზიკურად და გონებრივად გადამღლელი სეზონია. ივლისის დასაწყისიდან თამაში არ შეგვიწყვეტია და ნამდვილად ზღვარზე ვართ.

მეშინია, რომ მალე მოთამაშეების გაცილებით ხანმოკლე კარიერას ვიხილავთ და ფრანგ ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრების დატოვება ძალიან ადრე მოუწევთ. რადგან ფიზიკურად თუ გონებრივად რასაც გვთხოვენ, ზღვარს სცდება.

მერწმუნეთ, ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ეროვნული ნაკრების გარდა ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობს და არასდროს წყვეტს თამაშს, გადის რამდენიმეთვიანი ცუდფორმიანობის პერიოდს, ან ტრავმებს იღებს. ეს იმაზე რთულია, ვიდრე მე გამოვიარე.“ - ციტირებს ვარანის სიტყვებს გამოცემა GQ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106269