ფეხბურთი

0:16 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: "უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით"

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრები 6:1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ საბა ლობჟანიძემ და ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთეს, რომლებმაც გოლების გატანაც შეძლეს.

საბა ლობჟანიძე: „საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ მოვიგეთ, რაც გვქონდა დავალება, რომ ბევრი გოლი გაგვეტანა, გავიტანეთ. ეროვნულ ნაკრებში გოლი განსაკუთრებულია და მიხარია, რომ გავიტანე, ბუდუსაც რომ გავატანინე, გამიხარდა. ახლა, ნორვეგიისთვის ვემზადებით“.

ბუდუ ზივზივაძე: „რა თქმა უნდა, მოედანზე გამარჯვებისთვის ვიყავით გასული. სამ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ამისთვის მოსამზადებელი მატჩი იყო. ვულოცავ საქართველოს, თანაგუნდელებს, მოგება დავიმსახურეთ. პირველ ტაიმშიც იყო მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მეორე ნახევარში კი შევიტანეთ გარდატეხა, გავიმარჯვეთ და ბედნიერები ვართ. ნაკრებში თითოეული გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ბედნიერი ვარ. უთამაშებლობის და უგოლო სერიის დიდი ხანგრძლივობა მქონდა, შესაბამისად, ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 28 მარტს, ისევ ბათუმში ჩაატარებს, ამჯერად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117578