ფეხბურთი

11:20 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დომენიკო ტედესკო: “ეს მხოლოდ დასაწყისია“

ბელგიის ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო. „წითელმა ეშმაკებმა“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით შვედეთი ლუკაკუს ჰეთ-თრიქით დაამარცხეს, მატჩის შემდგომ კი ტედესკომ კომენტარი გააკეთა:



„გუნდით კმაყოფილი ვარ, თუმცა არცერთი გამარჯვება არ არის მარტივი. თამაში ნერვიულად დავიწყეთ და ბურთს ისეთ სიტუაციებში ვკარგავდით, სადაც არ უნდა დაგვეკარგა. ორი გოლი კონტრშეტევებზე გავიტანეთ, თუმცა ამის შემდგომ გავჩერდით და ეს არ მომეწონა“

ჩვენ უკეთესი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია და უფრო მეტად უნდა მოვუმატოთ, თუმცა საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ. ეს მხოლოდ დასაწყისია. მნიშვნელოვანია, რომ საკვალიფიკაციო ციკლი კარგად დავიწყოთ. ვაჩვენეთ ის. თუ რა შეგვიძლია, თუმცა უკეთ მოქმედების უნარიც შეგვწევს“ - განაცხადა ტედესკომ.

ბელგიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთის 3:0 დამარცხებით დაიწყო. მომდევნო მატჩს „წითელი ეშმაკები“ ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120237