ფეხბურთი

1:44 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა ნიდერლანდები გაანადგურა, ლუკაკუმ ბელგიას ჰეთ-თრიქით მოაგებინა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართა.

B ჯგუფი

დღის ცენტრალური შეხვედრა B ჯგუფში გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ნიდერლანდებს უმასპინძლა. ევროპული გრანდების დაპირისპირებაში ბრძოლა არ შედგა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა რონალდ კუმანის გუნდი 4:0 გაანადგურა. მერვე წუთზე „მამლები“ უკვე ორი ბურთით იგებდნენ. მერე კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, რომელმაც კაპიტნის რანგში პირველად ითამაშა.

ამავე ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარის ნაკრები 3:0 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო.

საფრანგეთი - ნიდერლანდები 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 უპამეკანო (8), 3:0 მბაპე (21), 4:0 მბაპე (88)

გიბრალტარი - საბერძნეთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 მასურასი (11), 0:2 სიოპისი (45), 0:3 ბაკასეტასი (58)

E ჯგუფი

E ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა ბევრისთვის მოულოდნელად პოლონეთი 3:1 დაამარცხა. ამ მატჩშიც ყველაფერი დასაწყისში გაირკვა, რადგან ჩეხები მესამე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ! დასაწყისში მოპოვებული ასეთი უპირატესობა მასპინძლებს ხელიდან არ გაუშვიათ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს, რითაც ევრო 2024-ზე გასასვლელად ხმამაღალი განაცხადი ამთავითვე გააკეთეს.

ფარერების ნაკრებმა შესარჩევი ციკლი საპატიო ფრით დაიწყო, სტუმრად მოლდოვას ნაკრებთან. პრინციპში, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ფარერებს ბოლო დროს პროგრესი აქვს, მოლდოვის ნაკრები კი დიდი ხანია ანგარიშგასაწევი ძალა არაა.

ჩეხეთი - პოლონეთი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კრეიჩი (1), 2:0 სვანსარა (3), 3:0 კუხტა (64), 3:1 შიმანსკი (87)

მოლდოვა - ფარერები 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მიკელსენი (27), 1:1 ნიკოლაესკუ (86)

F ჯგუფი

ეს ერთ-ერთი საინტერესო ჯგუფია, სადაც ბელგიის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა. დომენიკო ტედესკოს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, რადგან „წითელმა ეშმაკებმა“ სტუმრად შვედეთი 3:0 გაანადგურეს. მატჩის გმირი რომელუ ლუკაკუ იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ავსტრიის ნაკრებმა აზერბაიჯანს იოლად, 4:1 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. საუკეთესო მარსელ ზაბიტცერი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ავსტრია - აზერბაიჯანი 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 ზაბიტცერი (28), 2:0 გრეგორიში (29), 3:0 ზაბიტცერი (50), 3:1 მაჰმუდოვი (64), 4:1 ბაუმგარტნერი (69)

შვედეთი - ბელგია 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (35), 0:2 ლუკაკუ (49), 0:3 ლუკაკუ (83)

G ჯგუფი

და ბოლოს, ჯგუფი, სადაც სერბეთმა ლიეტუვას დუშან ტადიჩისა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლებით აჯობა, ხოლო მონტენეგრომ ბულგარეთი გასვლაზე დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

სერბეთი - ლიეტუვა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტადიჩი (16), 2:0 ვლაჰოვიჩი (53)

ბულგარეთი - მონტენეგრო 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კრსტოვიჩი (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13326