ფეხბურთი

20:43 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "თამაშს მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ მონღოლეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისინი ნებისმიერ თამაშში მოედანზე მაქსიმალურად იხარჯებიან და არც მონღოლეთთან შეხვედრა იქნება გამონაკლისი.

„როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგური თამაშია თუ ოფიციალური, მოედანზე გავდივართ და 100%-ით ვიხარჯებით, ასე იქნება ხვალაც. ყველამ იცით, რაც მოხდა თურქეთში, მე ეპიცენტრში ვიყავი. იმას ვიტყვი, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ყველაზე მეტად ყოველდღიური ვარჯიში მეხმარება, რის შედეგადაც, მომხდარზე ნაკლებად ვფიქრობ“, - თქვა საბამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123335