ძიუდო

17:57 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დღეს სტარტი აიღო თბილისის გრანდ სლემმა ძიუდოში, სადაც პირველი მედალი საქართველოს ნაკრებს გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მონღოლი ცოგტ-ოჩირ ბიამბაიავი, ყაზახი მაჯან შამშადინი და უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს შეხვდა, რომელთანაც მარცხი განიცადა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ძიუდოისტებმა თითო ვაზარი გაცვალეს, მერე კი მეტოქემ მეორე ვაზარიც მოიპოვა და გამარჯვება იზეიმა.

ამრიგად, გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა. ცოტა ხანში ტატამიზე ვაჟა მარგველაშვილი გავა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117256