ფეხბურთი

14:00 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: "ფრე დავიმსახურეთ, მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ინგლისის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.

„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, მაგრამ ორივე გოლი კუთხურიდან გავუშვით. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ფრეს ვიმსახურებდით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

მეორე ტაიმში უკეთესად ვთამაშობდით პრესინგს და დიდი გუნდი დავინახე. ეს გვაძლევს იმედის. ინგლისის სტანდარტულ მდგომარეობებზე ყოველთვის საშიშია, მაგრამ ეს ორი გოლი არ უნდა გაგვეშვა.

რეგეტი? ჯერ მან ვერ მოასწრო თანაგუნდელების კარგად გაცნობა და მათთან შეთამაშება. პირველ ტაიმში გაუჭირდა ფიზიკურად ძლიერ ინგლისელ მცველებთან, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა. ის ახალგაზრდაა და ცოტა მეტი დრო სჭირდება“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ინგლისთან საკუთარ მოედანზე 1961 წლის შემდეგ პირველად წააგო. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად დამარცხდა შინ 1999 წლის შემდეგ, ხოლო 2006 წლის შემდეგ ასევე პირველი მარცხი ევროფორუმის შესარჩევ ეტაპზე. იტალია მეორე ტურში 26 მარტს, სტუმრად მალტას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10544