ფეხბურთი

12:46 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის მე-800 გოლი კარიერაში

მსოფლიოს ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში პანამის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ლიონელ მესიმ კი კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა.

თამაშის 89-ე წუთზე მესიმ მეტოქის კარი ჯარიმით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ეს გოლი კი მისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.

ლეოს 701 გოლი საკლუბო დონეზე აქვს გატანილი, ხოლო არგენტინის ნაკრების მაისურით თავი 99-ედ გამოიჩინა.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრები მომდევნო მატჩს 28 მარტს, კურასაოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114015