სხვა

12:43 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მერვედ დამარცხდა (+VIDEO)

ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მერვე მარცხი განიცადა და ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს.



ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი მებრძოლ დაიამამის დაუპირისპირდა და მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა, მოგება-წაგების ბალანსი კი 3:8-ზე გაუხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაშოზე უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და დიდი ალბათობით, დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

ბაშოს მე-12 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე აკუა იქნება, რომელსაც მარტის ბაშოზე 6 მოგება და 5 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113783