ფეხბურთი

11:47 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილას“ ლუკაკუს შეძენა სურს

„ინტერის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა, კარიერა „ასტონ ვილაში“ გააგრძელოს.

Fichajes-ის ცნობით, ბირმინგემული კლუბის ხელმძღვანელობა თავდამსხმელს გუნდის ლიდერად მოიაზრებს და ფეხბურთელის გარშემო ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ბელგიელი „ინტერში“ იჯარით თამაშობს 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდე. ის ლონდონის „ჩელსის“ ეკუთვნის.

29 წლის რომელუმ მიმდინარე სეზონში „ინტერის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120504