ფეხბურთი

23:12 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში პოზნანის „ლეხმა“ სტუმრად ლოძის „ვიძევი“ 2:1 დაამარცხა, რაშიც ნიკა კვეკვესკირმა წვლილი საგოლე პასით შეიტანა.

ქართველი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო და 14 წუთის შემდეგ მისი ჩაწოდებით ფილიპ მარჩვინსკიმ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მერე სტუმრებმა მეორეც შეაგდეს და მოიგეს. არ უთამაშია გიორგი წიტაიშვილს, რომელიც განაცხადში ისევ არ იყო.

კვეკვესკირის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. საინტერესოა, რომ 2 გოლი და 2 საგოლე პასი ნიკამ ბოლო სამ მატჩში, ერთკვირიან ინტერვალში მიითვალა.

„ლეხი“ პოლონეთის ჩემპიონატში 43 ქულით მესამე ადგილზეა, 2 აპრილს კი უშუალო კონკურენტ „პოგონს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112529