ფეხბურთი

15:11 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარას კისერზე ძარღვი გამოუჩნდა, როდესაც აქ მოვიდა, არ ჰქონდა, ახლა აქვს და უფრო მომწონს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების წინაშე ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„ზოგჯერ საჭიროა ძარღვების დაბერვა. როდესაც კვარამ „ატალანტასთან“ დრიბლინგით გოლი გაიტანა, კისერზე ძარღვი გამოუჩნდა. ასე არ ჰქონდა, როდესაც „ნაპოლიში“ მოვიდა, ახლა კი აქვს და ამიტომ უფრო მომწონს“, - თქვა სპალეტიმ.

გარდა ამისა, სპალეტიმ პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებზეც ისაუბრა:

„ვცდილობ განვითარდე, რადგან ვიცი, რომ უნდა დავაფასო ყველა ის შესაძლებლობა, რაც ჩემს წინაშეა, რადგან 64 წლის ვარ და არ ვიცი, ხვალ რა მელოდება. მზად ვარ „ნაპოლისთვის ყველაფერი გავაკეთო. განუმეორებელი სეზონია? ასე არ ვფიქრობ, განუმეორებელი მომდევნო სეზონი იქნება. რატომ დაარტყა „აინტრახტთან“ პენალტი ჟელინსკიმ? ეს მოედანზე ბიჭებმა გადაწყვიტეს, რადგან გასახდელში დემოკრატიაა.

ჩემი მომავალი? არ ვიცი, მირჩევნია არ გავაკეთო გათვლები და შორეული პროგნოზები. აწმყოთი ვცხოვრობ, დღევანდელ მომენტზე ვარ კონცენტრირებული. ფეხბურთში შეფასებები შეიძლება ყოველდღე შეიცვალოს, ამიტომ საკუთარი თავის გაუმჯობესებას ყოველდღე უნდა ეცადო“, - დასძინა ლუჩანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ტორინოსა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 19 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება, შესაბამისად, კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112078