ფეხბურთი

0:57 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში 30 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩებისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანჩინიმ სხვებთან ერთად 3 დებიუტანტი გამოიძახა: მეკარე ვლადიმირო ფალკონე, მცველი ალესანდრო ბონჯორნო და თავდამსხმელი მატეო რეტეგი, რომელიც არგენტინულ „ტიგრეში“ თამაშობს, არგენტინელია, მაგრამ იტალიის მოქალაქეობაც აქვს. იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ვლადიმირო ფალკონე (ლეჩე), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ალესიო რომანიოლი (ლაციო), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (რომა), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (მონცა), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრიდ ნიონტო (ლიდსი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), სიმონე პაფუნდი (უდინეზე), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ტიგრე), ჯანლუკა სკამაკა (ვესტ ჰემი)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 23 მარტს ინგლისს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს სტუმრად მალტას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115456