ფეხბურთი

13:59 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა "კრისტალ პალასიდან" გაათავისუფლეს

ლეგენდარული ფრანგი პატრიკ ვიეირა „კრისტალ პალასიდან“ დაითხოვეს. მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა.

„პალასს“ პრემიერლიგაში 2023 წელს თამაში არ მოუგია - 5 ფრე, 7 წაგება. შედეგად, პატრიკი გაათავისუფლეს. ვიეირა ინგლისურ გუნდში 2021 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი „ნიუ იორკ სიტისა“ და „ნიცას“ თავკაცი იყო.

„კრისტალ პალასი“ პრემიერლიგაში 27 ქულით მე-12 ადგილზეა, 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლო 3 თამაში წააგო, ხოლო გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულითაა დაშორებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123254