ფეხბურთი

23:00 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 27-ე ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ სტუმრად „ზირა“ 2:0 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ვოლკოვმა თავი 52-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ის გასულ სეზონში სწორედ „ზირას“ ღირსებას იცავდა.

27 წლის ფორვარდს აზერბაიჯანის ჩემპიონატში 27 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა, გარდა ამისა, 2 გოლი თასზე (3 შეხვედრაში) აქვს გატანილი. „საბაჰი“ 62 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 9 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117568