ფეხბურთი

16:19 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ვიერი: "კვარაცხელია "მანჩესტერში" რომ გადავიდეს, ჯორჯ ბესტის დროს დააბრუნებს"

ლეგენდარულმა იტალიელმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ის აღტაცებულია ქართველი ფეხბურთელით და თქვა, რომ ხვიჩა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯორჯ ბესტის დროს დააბრუნებდა.

„სპალეტი რაღაცებს უბრალოდ არ ლაპარაკობს. როდესაც მან თქვა, რომ კვარამ მარადონას დონის გოლი გაიტანა და კიმი მსოფლიოში საუკეთესო მცველია, ამას მიზეზი ექნება. კვარაცხელიას გოლი სიგიჟეა. ის „მანჩესტერში“ რომ გადავიდეს, ჯორჯ ბესტის დროს დააბრუნებს. მოუთმენლად ველოდები „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს. ნახეთ, რა თქვა ფაუზი გულამმა? ჯუნტოლიმ უთხრა მას, რომ ფენომენი ნახა და კვარაცხელიაზე ესაუბრა. ასე რომ, ჯუნტოლი უნდა შევაქოთ, ის ძალიან კარგად მუშაობს“, - თქვა ვიერიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107889