ფეხბურთი

11:48 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა პოგბას ახალი ტრავმით გაღიზიანდა

ტურინელთა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ვარჯიშზე საჯარიმო დარტყმის შესრულებისას კუნთის ტრავმა მიიღო. ის სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს - წერს La Gazzetta dello Sport.

პოგბას ხშირი ტრავმიანობა იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას აწუხებს და აღიზიანებს. თუ სეზონის ბოლომდე ეს ვითარება არ შეიცვლება და ფეხბურთელს თამაშზე მეტად მკურნალობა მოუწევს, მაშინ ზაფხულში მასთან, შესაძლოა, თანამშრომლობა შეწყდეს.

პოგბა „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტრანსფერის შემდეგ პირველი მატჩი 28 თებერვლამდე ვერ ჩაატარა. მიმდინარე სეზონში მან „იუვენტუსში“ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115583