ფეხბურთი

1:50 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ისევ ვერ მოიგო და "ნაპოლის" 20 ქულით ჩამორჩა

„მილანი“ იტალიის ჩემპიონის ტიტულს რომ ვერ შეინარჩუნებს, დიდი ხანია აშკარა იყო, მაგრამ ახლა ამის თქმა, თამამად შეიძლება.

სერია A-ს 26-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში სტეფანო პიოლის გუნდმა „სალერნიტანას“ ვერ მოუგო - 1:1. „როსონერის“ ტაიმი ოლივიე ჟირუმ მოაგებინა, მაგრამ 61-ე წუთზე ბულაიე დიამ გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა.

ამრიგად, „მილანს“ 48 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 20 ქულით ჩამორჩება! რა თქმა უნდა, ეს კოლოსალური უპირატესობაა. სტეფანო პიოლის გუნდს ოთხეულში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს, რადგან „რომას“ მხოლოდ ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ 26-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა ვერცერთმა გუნდმა მოიგო: „ინტერი“, „რომა“ და „ატალანტა“ დამარცხდნენ, „ლაციო“ და „მილანი“ ფრეს დასჯერდნენ.

„მილანი“ – „სალერნიტანა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჟირუ 945), 1:1 დია (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118484