სხვა

12:48 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მეორედ დამარცხდა (+VIDEO)

ტოკიოში ჰარუ ბაშო მიმდინარეობს, რომლის მეორე საშეჯბრო დღესაც ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეორე მარცხი განიცადა.



ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი მებრძოლ შონანოუმის დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინს უკვე ორი მარცხი დაუგროვდა. პირველად, ის გუშინ, იჩინოჯოსთან დამარცხდა.

ამრიგად, ქართველ სუმოისტს, რომელიც წინა ბაშოზე მიღებული ტრავმისა და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების გამო ჯურიოს დივიზიონში ასპარეზობს, მოგება წაგების ბალანსი 0-2_ზე აქვს. ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ ვინ იქნება ქართველი სუმოისტის მეტოქე მესამე საშეჯიბრო დღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120104