ფეხბურთი

19:00 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერეტის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

„ნაპოლის“ მეკარის, ალექს მერეტის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. იტალიელმა მეკარემ ხელის დაზიანება „ატალანტასთან“ მატჩის წინ გახურებისას მიიღო, რის გამოც თამაში ვერ მოახერხა.

ნეაპოლელთა კარი ამ შეხვედრაში პიერლუიჯი გოლინიმ დაიცვა, ხოლო მერეტის სამედიცინო გამოკვლევამ ტრავმა არ აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისთვის წესით მზად იქნება.

მიმდინარე სეზონში ალექს მერეტმა ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა. „ატალანტასთან“ შეხვედრა მისთვის სეზონში პირველი იყო, რომელშიც მონაწილეობა ვერ მიიღო.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ატალანტასთან" 75-ე წუთზე მოედანი კიმ მინ-ჯემ დატოვა. როგორც ნეაპოლური ვებგვერდები წერენ, სამხრეთკორეელს ტრავმა არ აღენიშნება და "აინტრახტთან" მისი თამაში საეჭვო არ არის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117513