ფეხბურთი

2:06 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" დი მარიამ მოაგებინა, "მანჩესტერი" თითქმის მეოთხედფინალშია

ევროპა ლიგაზე პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა, რომლებიც ძალიან საინტერესო გამოდგა და თითქმის ყველა წყვილში ინტრიგა შენარჩუნდა.

ალბათ, გამონაკლისი „მანჩესტერი“ – „ბეტისია“, რომელშიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გადაწყვიტა. ინგლისურ გუნდს ესპანელებმა პირველ ტაიმში გაუწიეს კონკურენცია, მაგრამ მეორე ტაიმში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი უნაკლო იყო და „ლივერპულთან“ შერცხვენის შემდეგ რეაბილიტირება მოახერხა. „წითელმა ეშმაკებმა“ მეტოქეს 4:1 აჯობეს და ძნელი წარმოსადგენია, რომ სევილიაში „ბეტისმა“ რაღაცის შეცვლა მოახერხოს.

სამაგიეროდ, „სევილია“ ლამის მეოთხედფინალშია. ანდალუსიელები ლა ლიგაში გასავარდნი ზონის ზღვარზე არიან, მაგრამ ევროპა ლიგა ამ გუნდის ტურნირია. ესპანელებმა სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ შინ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხეს და წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

„რომამ“ სან სებასტიანის „სოსიედადს“ შინ სტეფან ელ შაარავისა და მარაშ კუმბულას გოლებით ამავე ანგარიშით მოუგო და ისიც ახლოსაა მომდევნო ეტაპთან. სამაგიეროდ, სხვა წყვილებში ფავორიტი არ გამოკვეთილა.

„არსენალი“ ლისაბონში „სპორტინგთან“ წაგებას გადაურჩა. მიკელ არტეტას გუნდი ჯერ იგებდა, მერე აგებდა, ბოლოს ფრე დაფიქსირდა - 2:2. თუმცა, ლონდონში „არსენალი“ უკეთეს ვითარებაში იქნება, ფანებიც დიდ მუხტს მისცემენ.

„იუვენტუსი“ „ფრაიბურგთან“ დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაც ვერ ვიტყვით, რომ შედეგში ასახა, რადგან „იუვემ“ მხოლოდ 1:0 მოიგო, მაშინ, როცა ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, გერმანელები კი მთელი თამაშის განმავლობაში უმომენტოდ იყვნენ. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის სტარტზე ანხელ დი მარიამ გაიტანა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია.

„ლევერკუზენი“ „ფერენცვაროშთან“ წყვილში ისედაც ფავორიტი იყო და „ბაი არენაზე“ ეს სტატუსი გაამართლა, რადგან მეტოქეს 2:0 მოუგო. დონეცკის „შახტარი“ „ფეიენოორდს“ დაუზავდა (1:1), ხოლო „უნიონ ბერლინი“ „უნიონ სან-ჟილუასთან“ შინ სამჯერ აგებდა, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ არ წააგო - 3:3.

ევროპა ლიგაზე მერვედფინალური წყვილების საპასუხო მატჩები ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

„შახტარი“ – „ფეიენოორდი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 რაკიცკი (79), 1:1 ბელაუდე (88)

„სევილია“ – „ფენერბაჰჩე“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჯორდანი (56), 1:1 ლამელა (85)

„მანჩესტერი“ – „ბეტისი“ 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 რაშფორდი (6), 1:1 პერესი (32), 2:1 ანტონი (52), 3:1 ბრუნო ფერნანდეში (58), 4:0 ვერგოსტი (82)

„იუვენტუსი“ – „ფრაიბურგი“ 1:0 (0:0)

გოლები: 1:0 დი მარია (53)

„რომა“ – „სოსიედადი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ელ შაარავი (13), 1:1 კუმბულა (87)

„ლევერკუზენი“ – „ფერენცვაროში“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დემირბაი (10), 2:0 ტაპსობა (86)

„სპორტინგი“ – „არსენალი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 სალიბა (22), 1:1 ინასიო (34), 2:1 პაულინიო (55), 2:2 მორიტა (62, ა.გ)

„უნიონ ბერლინი“ – „სან-ჟილუა“ 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 ბონიფასი (28), 1:1 იურანოვიჩი (42), 1:2 ვერტესენი (58), 2:2 კნოხე (69), 2:3 ბონიფასი (72), 3:3 მიხელი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145822