ფეხბურთი

11:19 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ პსჟ-ში თავის მომავალზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მისი მომავლის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

„გუნდიდან წასვლა? არა, არა, მშვიდად ვარ. ერთადერთი, რაც ამ სეზონში ჩემთვის მნიშვნელოვანია, საფრანგეთის ჩემპიონობის მოგებაა. შემდეგ კი ვნახოთ“, - ციტირებს მბაპეს სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ ორრაუნდიან მერვედფინალურ დაპირისპირებაში პსჟ „ბაიერნთან“ საერთო ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მბაპე პარიზულ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2025 წლამდეა გათვლილი. მის სატრანსფერო ღირებულებას 180 მილიონ ევროდ აფასებენ.

მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 30 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121213