ფეხბურთი

22:10 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" სეზონში პირველი ქულები დაკარგა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში გორში დასრულდა, სადაც „დილამ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა. თამაში დაძაბული გამოვიდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. გორის „დილა“ ძალიან სწრაფად, მესამე წუთზე ტიერი გეილის გოლით დაწინაურდა და ანდრეი დემჩენკოს გუნდი კარგა ხანს ინარჩუნებდა უპირატესობას.

თუმცა, 74-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორი მანძილიდან დარტყმით და ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმს“ სამ ტურში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამტრედიას“ უმასპინძლებს. გორის „დილა“ სამ ტურში მოუგებელია და 2 ქულით მერვე საფეხურზეა. მომდევნო შეხვედრა გორელებს „საბურთალოსთან“ ელოდება.

აქვე გეტყვით, რომ ეროვნულ ლიგას 3 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ „დინამო თბილისი“ ლიდერობს, რომელმაც სამივე მატჩის მოგება მოახერხა.

„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გეილი (3), 1:1 მამუჩაშვილი (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10962