ფეხბურთი

23:28 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. „აპოელის“ ქართველმა ფორვარდმა თავი „ნეა სალამისთან“ შეხვედრაში გამოიჩინა.

ქვილითაიამ 72-ე წუთამდე ითამაშა, გოლი კი 55-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მეკარის მოგერიებული ბურთი კარში თავით გადაგზავნა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. გიორგიმ 68-ე წუთზე მეორეც შეაგდო, მაგრამ გოლი გაუქმდა. ქართველი შემტევის აქტივში კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ეს მე-4 გოლია, თასის გათამაშების ჩათვლით კი 7 გოლი აქვს გატანილი.

90 წუთი ითამაშა ლაშა დვალმა, რომელმაც მესამე გოლში შეიტანა წვლილი. ქართველი მცველის დარტყმა ძელს მოხვდა, შეტევა გაგრძელდა, რომელიც ფედერიკო მაკედამ გოლით დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ მურთაზ დაუშვილი სათადარიგო სკამზე დარჩა. ნიქოზიის „აპოელი“ 59 ქულით კვიპროსის ჩემპიონატში პირველ პოზიციაზეა.

0.105725