სხვა

14:04 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი მძლეოსანი შეჯიბრის დროს თავით დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

თურქეთში მიმდინარე დახურულ ჩემპიონატზე ესპანელი მძლეოსანი, 22 წლის ენრიკე ლოპისი თარჯრბენის დროს თავით მძიმედ დაეცა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი.



ლოპისს ბოლო ბარიერიც გადალახული ჰქონდა, როდესაც წონასწორობა დაკარგა და თავით დაეცა. რამდენიმე წამის განმავლობაში ის ბილიკზე უგონოდ იწვა, სანამ ექიმები არ მივიდნენ მასთან და დახმარება არ აღმოუჩინეს. ექიმები 5 წუთის განმავლობაში უტარებდნენ დახურული კარვის ქვეშ სამედიცინო დახმარებას ესპანელს, რა დროშიც არენაზე შეკრებილი გულშემატკივრები აბსოლიტური სიჩუმით ადევნებდნენ მომხდარს თვალს.

საბოლოოდ, ახალგაზრდა ესპანელ სპორტსმენს, რომელიც მედლის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლებოდა, კისერი დაუფიქსირეს, არენიდან საკაცით გაიყვანეს და სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ესპანეთის მძლეოსნობის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი გახდა, რომ ლოპის თავს კარგად გრძნობს და ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

თარჯრბენის რბოლის გამარჯვებული შვეიცარიელი ჯეისონ ჯოზეფი გახდა, მეორე ადგილზე კი პოლონელი იაკუბ შიმანსკი გავიდა. სწორედ ენრიკე ლოპისი უნდა გამხდარიყო ბრინჯაოს მედალოსანი ბოლო ბარიერის შემდგომ, თუმცა სამწუხაროდ, მას ასეთი რამ შეემთხვა.

თეგებიმძლეოსნობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106349