ფეხბურთი

14:49 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრალიის A ლიგის მე-19 ტურში „მაკარატურმა“ „ბრისბენი“ 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ბაჩანა არაბულმა წვლილი გოლით შეიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა 61-ე წუთამდე ითამაშა და ანგარიშიც მან გახსნა, როდესაც მეტოქის კარი მე-14 წუთზე დალაშქრა. 29 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-12 შეხვედრაში მეოთხე გოლი მიითვალა, კონკრეტულად 2023 წელს კი პირველი.

„მაკარტური“ 24 ქულით მერვე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 11 მარტს, „მარინერსის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114126