ფეხბურთი

0:03 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დუბლი და საგოლე პასი: გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლიგა 2-ის 26-ე ტურში „ანსის“ წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.



ქართველმა შემტევმა ჯერ 27-ე წუთზე ტრაორეს გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე მან უკვე მაზიზს უპასა და ანგარიში 0:2 გახდა. მატჩის 83-ე წუთზე კი ქართველმა დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

გიორგი მიქაუტაძემ „ანსის“ წინააღმდეგ ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში რიგით მე-13 და მე-14 გოლები გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავაში კვლავ დაწინაურდა. ამასთან ერთად, მას 6 საგოლე გადაცემა აქვს და გოლს პლიუს პასის სისტემითაც პირველ ადგილს იყოფს „სენტ ეტიენის“ კრასოსთან.

დღევანდელი მოგების შემდეგ, „მეცს“ 44 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება. მის წინ „სოშოა“, რომელსაც თავისი თამაში ჩასატარებელი აქვს, მე-2 ადგილზე, 2 ქულით წინ კი ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი შემტევის გუნდი 13 მარტს, ჩემპიონატის ლიდერ „ლე ავრის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111823