ჩოგბურთი

19:20 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ფურცელაძე წყვილთა თანრიგში შარმ ელ შეიხის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში დასრულებული ტურნირი წყვილთა თანრიგში სლოვაკ პარტნიორთან ერთად მოიგო.



ჰარდის საფარზე გამართულ 15 000-იან ტურნირზე საბა ფურცელაძემ და მისმა პარტნიორმა, სლოვაკმა ლუკაშ პოკორნიმ 2 რაუნდი წარმატებით გაიარეს და ფინალში ლუქსემბურგელ ალექს კნაფისა და გერმანელ იაკობ შნაიტერის წყვილი 2 სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხეს.

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა შარმ ელ შეიხის ტურნირი ზედიზედ მესამე მოიგო, თუმცა ამჯერად წყვილთა თანრიგში. ფურცელაძეს მალევე შეეძლება მეოთხედ, ამ ტურნირის მოგებაც, რადგან ის ერთეულთა თანრიგშიც ფინალშია გასული, სადაც ბელგიელ ალექსანდერ ბლოქსს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063409