ფეხბურთი

15:20 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფანცულაიას გოლი ყაზახეთში სადებიუტო მატჩში

ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილი აკტაუს „კასპიი“ „ორდაბასისთან“ 1:3 დამარცხდა, გოლი კი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა.

„კასპიი“ 0:3 მარცხდებოდა, როდესაც ფანცულაიამ 70-ე წუთზე თავი გამოიჩინა და პრესტიჟის გოლი სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა.

გიორგიმ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა ჯიღაური მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა. მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი ყაზახურ კლუბში „დინამო ბათუმიდან“ გადავიდა.

0.106043