კალათბურთი

3:17 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი დიდი ალბათობით "სან ანტონიოში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი დიდი ალბათობით კარიერას „სან ანტონიო სპურსში“ გააგრძელებს.

ინფორმაციას ამერიკული მედია, კერძოდ The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, „სან ანტონიო“ აიზეა რობის დაემშვიდობება და შემდეგ მამუკელაშვილს დაიმატებს, რომელიც თავისუფალი აგენტია.

სანდრო „მილუოკი ბაქსიმ“ გუნდიდან 1 მარტს გაუშვა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

23 წლის კალათბურთელი „მილუოკის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში NBA-ში 65 მატჩი ჩაატარა. საშუალოდ ის 3.2 ქულას, 2.1 მოხსნას და 0.6 პასს აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128048