ფეხბურთი

0:14 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ცნობილია

ბრაზილიის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამონ მენეზეშმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

„სელესაოში“ ბევრი სიახლეა: 9 დებიუტანტი, 5 ფეხბურთელი ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებიდან და მხოლოდ 11 მოთამაშე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე განაცხადში იყო. სიაში არ არის ნეიმარი, რომელიც ტრავმირებულია, მაგრამ გარდა ამისა, უცნობია, ითამაშებს თუ არა, ისევ ნაკრებში. მოულოდნელი იყო განაცხადს მიღმა ალისონ ბეკერის დარჩენაც.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მიკაელი (ატლეტიკო პარანაენსე), ვევერტონი (პალმეირასი).

მცველები: როჟერ იბანიესი (რომა, იტალია), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), რობერტ რენანი (ზენიტი, რუსეთი), არტური (ამერიკა, მექსიკა), ემერსონ როიალი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექს ტელეში (სევილია, ესპანეთი), რენან ლოდი (ნოტინგემი, ინგლისი).

ნახევარმცველები: ანდრე (ფლუმინენსე), ანდრეი (ვასკო და გამა), კაზემირო (მანჩესტერი, ინგლისი), ჟოაო გომესი (ვულვზი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი, ინგლისი), რაფაელ ვეიგა (პალმეირასი).

თავდამსხმელები: ანტონი (მანჩესტერი, ინგლისი), რიშარლისონი (ტოტენჰემი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), რონი (პალმეირასი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი), ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსე).

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მაროკოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს 25 მარტს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118394