ფეხბურთი

16:05 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კადისი" ლა ლიგის სეზონის შეჩერებას ითხოვს

ესპანური „კადისი“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის შეჩერებას ითხოვს. ამის მიზეზი კი მსაჯისა და VAR-ის უხეში შეცდომა გახდა.

ლა ლიგის მე-17 ტურში „კადისი“ „ელჩეს“ დაუზავდა (1:1), გოლი კი აშკარა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა მომენტი VAR-ზეც შეამოწმა, გოლი მაინც ჩათვალა.

„კადისმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და სეზონის შეჩერება მოითხოვა იქამდე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ისინი სულ მცირე ითხოვენ, რომ თამაში 81-ე წუთიდან და 1:0-დან გაგრძელდეს.

„კადისს“ ლა ლიგაში 23 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111244