14:47 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს“ ვან დეიკთან განშორება სურს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში უკმაყოფილოა მცველ ვირჯილ ვან დეიკის თამაშით. კლუბი 31 წლის ნიდერლანდელის შემცვლელს ეძებს.

Goal.com-ის ცნობით, „ლივერპული“ ვან დეიკის შემცვლელად „ბენფიკას“ ანტონიო სილვას და „სპორტინგის“ გონსალო იგნასიას განიხილავს. კლუბი ერთ-ერთ მათგანს 2023 წლის ზაფხულში გაიფორმებს.

ვან დეიკი „ლივერპულში“ 2018 წლიდან თამაშობს. მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

0.124679