ფეხბურთი

10:07 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა, კრისტიან სტელინიმ, ინგლისის ასოციაციის თასიდან გამოვარდნის გამო გულშმატკივრებს ბოდიში მოუხადა. „დეზებმა“ „შეფილდ იუნაიტედთან“ 0:1 წააგეს.

„როცა თამაშს ვერ იგებ, რაღაც არასწორედ მიდის. დღეს არ გვქონდა საკმარისი ენერგია, რომ მეტოქე რთულ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინა. შგვეძლო გატანა, მაგრამ ახლა გაშვებული გოლის მიზეზი უნდა გავაანალიზოთ.

შემცვლელებმა მოგვცეს საჭირო იმპულსი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს ასეთი ცუდი თამაშისთვის, ისინი ნამდვილად უკეთესს იმსახურებენ.“- ციტირებს სტელინის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.720126