ფეხბურთი

16:33 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს „ატლეტიკომ“ 3-წლიანი კონტრაქტი გაუმზადა

ესპანეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს, რომელიც ამჟამად უმუშევარია, მადრიდის „ატლეტიკომ“ 3-წლიანი კონტრაქტი გაუმზადა, იმ შემთხვევისთვის, თუ დიეგო სიმეონე წლის ბოლოს გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს.



თავდაპირველად, ლუის ენრიკე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრებოდა, თუმცა ესპანური მედიის ინფორმაციით, ის სიიდან ამოღებულ იქნა და მთავარ კანდიდატად კვლავ კარლო ანჩელოტი რჩება.

El Chiringuito-ს ჟურნალისტი, ხავიერ დე ლა პენია ამტკიცებს, რომ მადრიდულმა კლუბმა ლუის ენრიკეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და თუ არგენტინელი დიეგო სიმეონე წლის ბოლოს გუნდს დატოვებს, რის შესახებაც ცნობები უკვე არაერთხელ გავრცელდა, „როხიბლანკოს“ სწორედ ლუის ენრიკე ჩაიბარებს.

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში 2019-2022 წლებში მუშაობდა, თანამდებობა კი კატარის მუნდიალზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110943